ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კლუბის ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის წინააღმდეგ დისციპლინარული პროცედურების გამო, სანამ საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება, სპორტული დირექციისა და სამწვრთნელო შტაბის საერთო შეთანხმებით, გერმანელს გუნდის კაპიტნობა დროებით ჩამოერთვა.
ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი კაპიტნის მოვალეობას ამჟამინდელი ვიცე-კაპიტანი, რონალდ არაუხო შეასრულებს.
ბარსელონასა და ტერ შტეგენს შორის შიდა კონფლიქტი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოოდ ეს გერმანელისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევით დასრულდა.
"სამ თვეში დავბრუნდები", - ბარსელონასა და ტერ შტეგენს შორის ომი გრძელდება