Catalunya Radio-ს ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონას კაპიტანი აღარ იქნება.
წყაროს ცნობით, კლუბმა გერმანელ მეკარეს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.
ბარსელონა ტერ შტეგენის მოქმედებებზე გაბრაზებულია და კლუბში ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს.
კატალონიურ კლუბსა და გერმანელ მეკარეს შორის სიტუაცია დიდი ხანია დაძაბულია და საბოლოოდ ეს მოთამაშისთვის კაპიტნობის წართმევით დასრულდა.
"სამ თვეში დავბრუნდები", - ბარსელონასა და ტერ შტეგენს შორის ომი გრძელდება