ჟოან ლაპორტამ მომავალი სეზონის მთავარი სამიზნე დაასახელა.
ბარსელონას პრეზიდენტის თქმით, 2025/26 სეზონში კატალონიელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
„ჩვენი მომავალი სეზონის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგა ჰქვია." - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
უკანასკნელად ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს მოიგო, როცა ფინალში იუვენტუსი 3:1 დაამარცხა.
გასულ სეზონში კატალონიელები ფინალთან იყვნენ ახლოს, თუმცა ნახევარფინალურ ორმატჩიან დუელში ინტერთან 6:7 დამარცხდნენ.