გავის აზრით, ბარსელონამ მარკ ანდრე ტერ შტეგენს პატივი უნდა სცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი გერმანელი მეკარისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას განიხილავს.
„მარკი - გუნდის პირველი კაპიტანია. ბოლოს და ბოლოს, კაპიტნობაზე ხმას ფეხბურთელებიც აძლევენ. როგორც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება.
მას ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა. მარკი კლუბის ლეგენდაა და პატივი უნდა ვცეთ მას იმისთვის, ვინც არის.
როცა ის ტრავმიდან დაგვიბრუნდება, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მწვრთნელი. აშკარაა, რომ ის კლუბის ლეგენდაა და პატივისცემას იმსახურებს." - აღნიშნა ნახევარმცველმა.