გავიმ რეალთან კონკურენციაზე ისაუბრა.
- გასულ სეზონში თქვენ ოთხივე ელ კლასიკო მოიგეთ. როგორც ჩანს, რეალმა თქვენს გასაჩერებლად ყულაბა გატეხა. აღელვებულები არიან ასეთი ბარსელონას გამო?
რა თქმა უნდა, აღელვებულები არიან. მათ ოთხიდან ოთხივე მატჩი მოვუგეთ, რაც აქამდე არ ხდებოდა. გასაგებია, რომ ღელავენ.
გასულ სეზონში საოცრად ვითამაშეთ, მათ კი ვერაფერი ვერ მოიგეს. რეალი რამდენიმე კარგი ფეხბურთელით ნამდვილად გაძლიერდა.
ვნახოთ, წელს რას იზამენ. შესნაიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ ის, რაც ვართ." - აღნიშნა ბარსელონას ესპანელმა ნახევარმცველმა.