მადრიდის რეალის 20 წლის მცველი ხაკობო რამონი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.
იტალიურმა კომომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
რამონის უფლებების 50%-ში კომომ რეალს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში რეალს ხაკობო რამონის უკან გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლება.
თუ იტალიური კლუბი სხვა კლუბთან შეათანხმებს მომავალში რამონის ტრანსფერს, თანხის ნახევარს რეალი მიიღებს.
20 წლის ხაკობო რამონის დებიუტი რეალის ძირითად გუნდში განვლილ სეზონში შედგა, მან 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.