პაუ კუბარსიმ ლამინ იამალის წინააღმდეგ თამაში გამოცდების ჩაბარებას გაუტოლა.
„ნებისმიერ მატჩში იამალი აკეთებს იმას, რაც უნდა. ლამინი ისე მოქმედებს, თითქოს ეზოში თამაშობდეს ფეხბურთს.
ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთად არის.
ლამინ იამალის წინააღმდეგ ვარჯიშებზე თამაში ბევრად რთულია, ვიდრე უნივერსიტეტში მოსახვედრი გამოცდების ჩაბარება, იმიტომ რომ მას შეუძლია ისე მოგატყუოს, როგორც მოისურვებს.
გამოცდამ კარგად ჩაიარა, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა." - აღნიშნა 18 წლის ფეხბურთელმა.