საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მესის შესაძლო პატივსაცემ საღამოზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსურს. ეს იქნებოდა მშვენიერი გზა მადლიერებისა და აღიარების გამოსახატად.
როცა 100 000 მაყურებლის ტევადობას მივაღწევთ, შეგვეძლება მოვაწყოთ ეს საღამო, რომელიც მას, კლუბსა და ყველაფერს, რასაც ერთად მივაღწიეთ, ეკუთვნის.“
მაგრამ, ალბათ, ეს 2026 წლის ბოლომდე ვერ მოხდება, სწორედ მაშინ გაიმართება კლუბის არჩევნები.
არ ვიცი, იმ დროისთვის ისევ პრეზიდენტი ვიქნები თუ არა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მესის პატივსაცემ საღამოს კაპმ ნოუზე მოვაწყობ.“ - განაცხადა ლაპორტამ.