ლიონელ მესიმ საკუთარ ნიჭსა და პროფესიონალიზმზე ისაუბრა.
„ყოველთვის ვამბობ, რომ ღმერთმა მომცა ნიჭი და მან მე ამირჩია. ბავშვობიდანვე ასე ვიყავი, ნიჭი მქონდა, მაგრამ გზად ბევრი მსხვერპლი გავიღე.
პროფესიონალი რომ გახდე, უზარმაზარი მსხვერპლი უნდა გაიღო, ეს ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული.
როგორც უკვე ვთქვი, მადლობელი ვარ ღმერთის, რადგან მან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცა.“ - განაცხადა არგენტინელმა.
"იგივე გრძნობა მქონდა, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ" - მესი მსოფლიო ჩემპიონობაზე