ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში მორიგი ბრძოლა გამართა.
ქართველი მებრძოლი საუთჰემპტონში, სენტ მერის სტადიონზე, ლიამ დილონს დაუპირისპირდა.
ბრძოლა 8 რაუნდი გაგრძელდა, ბოლო რაუნდში კი გურული ნოკდაუნში ჩავარდა, თუმცა საბოლოოდ მაინც იმარჯვა.
ოლიმპიურმა ბრინჯაოს მედალოსანმა ქულებით 76-75 მოიგო და პროფესიონალურ კრივში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.
შესაბამისად ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში კვლავ დაუმარცხებელია.