მთავარი

სიახლეები

სპორტის გურუ

ქვიზები

ლაშა გურული: "თოფურიებთან კემპში დიდი გამოცდილება მივიღე"

ლაშა გურული: "თოფურიებთან კემპში დიდი გამოცდილება მივიღე"

14 სთ წინ · 1 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით საკრივო შოუ გაიმართება.


პროფესიონალური კრივში სადებიუტო ბრძოლას მშობლიურ ქალაქში გამართავს ოლიმპიური პრიზიორი ლაშა გურული. ქართველის მეტოქე 6-რაუნდიან ბრძოლაში დაუმარცხებელი განელი მოკრივე ბერნარდ აბეი იქნება.


წონის წარმატებით ჩაბარების (63.5 კგ.) შემდეგ ლაშა გურულმა პრესკონფერენცია გამართა და adjarabet arena-ს კითხვას უპასუხა, რომელიც მის ურთიერთობას ეხებოდა ილია და ალექსანდრე თოფურიებთან.


"მოგეხსენებათ, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად ცხოვრებაშიც ვცვლით აზრებს. ვისმენ მათ შეხედულებებს, ისინი ჩემსას.


1 წლის წინ ვიყავი მათთან და დიდი გამოცდილება მივიღე. ვოლკანოვსკისთან როცა ემზადებოდა ილია, ოფიციალურ კემპზე ვიყავი და ბევრი რაღაც დავინახე, ზუსტად ის მომენტები, როგორც პროფესიონალურ კრივში უნდა მოემზადო კემპზე.


რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილება მივიღე და ამან ჩემი განვითარებისთვის კარგი როლი ითამაშა." - განაცხადა გურულმა.


"მთავარი მიზანი გამარჯვებაა" - ლაშა გურულის პრესკონფერენცია პროფესიონალური დებიუტის წინ


თაზო ჩარკვიანი

კომენტარები