მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის 26-ე ტურში პარკ დე პრენსზე ფრანგული ფეხბურთის კლასიკა გაიმართება, სადაც პსჟ მარსელს დაუპირისპირდება.
პარიზელები სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილზე არიან, მათი უახლოესი მდევარი კი მარსელია, თუმცა სხვაობა მაინც დიდია - 16 ქულა.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს L'Equipe-ის მიხედვით.
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, რუისი; კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
მარსელი - რული; ბალერდი, ლუის ფელიპე, კონდოგბია; ლუის ენრიკე, რონჟიე, ბენასერი, მერლინი; გრინვუდი, გუირი, რაბიო
პირველ წრეში სტუმრად გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ველოდრომზე ჟოაო ნევეშის, ბალერდისა (ავტოგოლი) და ბრედლი ბარკოლას გოლებით 0-3 იმარჯვეს.
დღევანდელი მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები