ფრანგული გავლენიანი სპორტული გამოცემა L'Equipe პსჟ-ის სამომავლო გეგმებზე სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა სტატიაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო და სტრატეგიული პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიასთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება და პირობების გაუმჯობესებაა.
კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი სრულად კმაყოფილები არიან ქართველი შემტევის თამაშით და ცდილობენ, მისი მომავალი ფრანგულ გუნდს მყარად და დიდი ხნით დაუკავშირონ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პსჟ-ს სპორტული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს შიდა სტაბილურობის შენარჩუნებაზე. უსმან დემბელესა და მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ, გაუმჯობესებულ პირობებზე შეთანხმების მიღწევა პარიზული გრანდის უმთავრეს ამოცანად იქცა.
კლუბი ცდილობს, წინ აღუდგეს ევროპული ფეხბურთის სხვა გიგანტების მხრიდან არსებულ მუდმივ ინტერესს და ქართველ ვარსკვლავს ისეთი პირობები შესთავაზოს, რომელიც მის სტატუსს სრულად შეესაბამება.