ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპულმა კლუბებმა ახალი მოთამაშეების დასამატებლად, სუპერგუნდების ასაშენებლად და ტიტულების მოსაგებად მილიარდები დახარჯეს.
ამ პერიოდში ტრანსფერებში ყველაზე დიდი თანხა ინგლისურმა ჩელსიმ გადაიხადა, რომელმაც 3 მილიარდ ევროიან ნიშნულს გადააჭარბა. ხუთეულში სამი ინგლისური კლუბი შედის, რომლებსაც ფრანგული და იტალიური გრანდები მოსდევენ.
ბოლო ათწლეულის ყველაზე მფლანგველი კლუბების ტოპ 5 ასე გამოიყურება
ჩელსი — 3.12 მილიარდი ევრო
მანჩესტერ სიტი — 2.58 მილიარდი ევრო
მანჩესტერ იუნაიტედი — 2.06 მილიარდი ევრო
პსჟ — 2.00 მილიარდი ევრო
იუვენტუსი — 1.92 მილიარდი ევრო