• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ ჩაიშალა ტრანსფერები? - მონაკოს დირექტორის განმარტება
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ ჩაიშალა ტრანსფერები? - მონაკოს დირექტორის განმარტება

02 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მონაკოს გენერალურმა დირექტორმა ტიაგო სკურომ განმარტა, რა მოხდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, როდესაც ლამინ კამარას ჩელსიში, ხოლო ფოლარინ ბალოგუნის ევერტონში ტრანსფერები ჩაიშალა.


„რეგულაციების გამო თანხის გამომუშავება გვჭირდებოდა. ორი ვარიანტი გვქონდა, გაგვეყიდა ლამინ კამარა ან ფლო ბალოგუნი. თავიდანვე ნათლად ვთქვით, რომ ჩვენი პრიორიტეტი ლამინის კლუბში დატოვება იყო, ხოლო ბალოგუნის ტრანსფერისთვის მზად ვიყავით.


დღის განმავლობაში ბალოგუნის ევერტონში გადასვლაზე მკაფიო შეთანხმება გვქონდა. გუშინ დილით ბალოგუნი გაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაევლო და კონტრაქტი გაეფორმებინა. იმ მომენტისთვის ჩვენი გეგმა ძალიან კარგად მუშაობდა...


ასეთი ვითარება შუადღემდე გაგრძელდა. ამავდროულად, ჩელსი მუდმივად ამოწმებდა სიტუაციას და კითხულობდა: „რა ხდება ლამინთან? რა ხდება ლამინთან?“


გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, ჩელსი დაგვიკავშირდა. მათ გვითხრეს: „კარგი, ამ პოზიციაზე მოთამაშე, ენცო ფერნანდესი, გავყიდეთ, გარიგება დასრულებულია. არსებობს რაიმე შანსი, რომ მონაკო ლამინის გაყიდვას დათანხმდეს?“ ჩვენი პასუხი იგივე იყო - არა.


ბალოგუნი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა. დაახლოებით 19:00 საათზე ევერტონი დაგვიკავშირდა და ბალოგუნის სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები წამოჭრა, რასაც არც ჩვენი სამედიცინო შტაბისთვის და არც ფეხბურთელის პირადი ექიმებისთვის საერთოდ არ ჰქონდა აზრი.


რა თქმა უნდა, ჩელსიმ ამაში შესაძლებლობა დაინახა. მათ იფიქრეს: „კარგი, მონაკოს ფული სჭირდება, ბალოგუნის ტრანსფერის დასრულება რთულდება. წავიდეთ და ვცადოთ.“ ეს ამ თამაშის ნაწილია და მათ ამის გაკეთების სრული უფლება ჰქონდათ. პრობლემა არ არის.


უკვე თითქმის 20:00 საათი იყო, როდესაც ჩელსისთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. კამარას პირადად მე შევატყობინე, დავურეკე. განვიხილეთ პირობები, რომლითაც ლამინი ჩელსიში გადავიდოდა. ამავდროულად, ბალოგუნის სამედიცინო საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობდა.


დაახლოებით 22:00 საათზე კი ევერტონმა გააცნობიერა: „კარგი, პრობლემა არ არის. მზად ვართ გარიგების დასასრულებლად. მოდი, კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ.“


როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ, ჩელსი“ დავუბრუნდით და ვუთხარით: „კარგი, ევერტონთან შეთანხმება გვაქვს, შესაბამისად, ჩელსისთან გარიგება აღარ შედგება.“ ამის გაკეთებაც სრულიად სამართლიანი იყო, ესეც თამაშის ნაწილია.


ამის გამო საბოლოოდ ოთახში ცუდ ბიჭებად ჩვენ გამოვჩნდით. ხალხი ამბობს: ,,მონაკო უსამართლოდ მოიქცა, მონაკო სწორად არ მოიქცა.“ ეს უკვე ზედმეტია.


რაც შეეხება ბალოგუნს, ტრანსფერის დასასრულებლად მხოლოდ 5 წუთი გვქონდა დარჩენილი. კონტრაქტს ხელი მე მოვაწერე, ევერტონმაც მოაწერა ხელი, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ხელს აღარ მოაწერდა.


ბალოგუნის პოზიცია ასეთი იყო: „თავს კარგად არ ვგრძნობ იმის გამო, თუ როგორ მომექცა კლუბი. თავს კარგად არ ვგრძნობ იმის გამოც, რომ ევერტონის სამედიცინო დეპარტამენტმა ჩემს მომავალსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. არაფერი მჭირს, ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს, ამიტომ აქ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის კომფორტული არ არის.“


და სწორედ ასე დავასრულეთ ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა.“


საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებასთან ერთად ლამინ კამარაც და ფოლარინ ბალოგუნიც მონაკოში დარჩნენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩელსი
ევერტონი
მონაკო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკანდალური განცხადება - პოჩეტინო ჩელსისთვის პრემიერ ლიგის ჩამორთმევას ითხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალური განცხადება - პოჩეტინო ჩელსისთვის პრემიერ ლიგის ჩამორთმევას ითხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უხვგოლიანი ფრე სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უხვგოლიანი ფრე სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის მე-3 ფრე და პირველი გამარჯვების მოლოდინში მყოფი ტოტენჰემი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის მე-3 ფრე და პირველი გამარჯვების მოლოდინში მყოფი ტოტენჰემი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სექ, 2026

სკანდალური განცხადება - პოჩეტინო ჩელსისთვის პრემიერ ლიგის ჩამორთმევას ითხოვს

News image

11 სექ, 2026

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

News image

12 სექ, 2026

VIDEO: უხვგოლიანი ფრე სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო

News image

12 სექ, 2026

ლივერპულის მე-3 ფრე და პირველი გამარჯვების მოლოდინში მყოფი ტოტენჰემი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება