• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩაშლილი ტრანსფერი - რატომ განრისხდნენ ჩელსიში მონაკოზე?
ფეხბურთიფეხბურთი

ჩაშლილი ტრანსფერი - რატომ განრისხდნენ ჩელსიში მონაკოზე?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფაბრიციო რომანო დეტალურად ჰყვება, როგორ ჩაიშალა ლამინ კამარას ჩელსიში ტრანსფერი:


„როდესაც მონაკომ იგრძნო, რომ ბალოგუნთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, კლუბმა ჩელსისთან დაკავშირება გადაწყვიტა და კამარას ტრანსფერზე მწვანე შუქი აანთო.


ვახშმის შემდეგ, დაახლოებით 21:30-22:00 საათზე, ლამინ კამარას ლონდონში გადასვლაზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა. Here we go!


ლამინ კამარა უკვე კერძო საავადმყოფოსკენ მიემართებოდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. მან ჩელსისთან სამედიცინო შემოწმებაც დაიწყო, რაზეც მონაკოს თანხმობა ჰქონდა. კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენდა.


ლონდონში ამბობენ, რომ მათ წერილობითი დოკუმენტებიც კი მიიღეს, მონაკოს მხრიდან ლამინ კამარას ტრანსფერთან დაკავშირებული კონტრაქტები უკვე ხელმოწერილი იყო.


ჩელსი ყველა საჭირო დოკუმენტაციას ამზადებდა, რათა ტრანსფერი დროულად დაესრულებინა და ლამინ კამარა მათი ფეხბურთელი გამხდარიყო. თუმცა, კამარას სამედიცინო შემოწმების მიმდინარეობისას სიტუაცია შეიცვალა.


მონაკომ ევერტონისგან ზარი მიიღო. ინგლისური კლუბი მზად იყო ბალოგუნის ტრანსფერის დასასრულებლად. ეს ყველაფერი რადიკალურად ცვლიდა სიტუაციას, რადგან ვახშმის დროს არსებობდა მოსაზრება, რომ ბალოგუნს სამედიცინო შემოწმებაზე პრობლემები ჰქონდა და ტრანსფერი შესაძლოა ჩაშლილიყო.


შესაბამისად, მონაკოს გეგმა ასეთი იყო, გავყიდოთ კამარა და ბალოგუნი გუნდში დაბრუნდება. თუმცა შემდეგ ევერტონმა უთხრა: არა, ჩვენ მზად ვართ ბალოგუნის ტრანსფერი დავასრულოთ, მოდი, შეთანხმება გავაფორმოთ.


სწორედ ამ მომენტში მონაკომ ლონდონელებს დაურეკა და უთხრა: ბოდიშს გიხდით, მაგრამ კამარა ჩელსიში აღარ გადმოვა.


ჩელსიში ამ გადაწყვეტილებამ სრული აღშფოთება გამოიწვია. კლუბი ცდილობდა, მონაკოსთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. ამ საღამომდე ორ კლუბს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ლონდონელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მონაკო პრობლემას არ შექმნიდა.


თუმცა მონაკომ საბოლოოდ ლამინ კამარას ტრანსფერის გაუქმება გადაწყვიტა. სამედიცინო შემოწმება შეწყდა, ხოლო კლუბმა ფოლარინ ბალოგუნის ევერტონში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო.


ჩელსიში სრულიად განრისხებულები დარჩნენ, მათ შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და ამის მიუხედავად, ტრანსფერი ჩაიშალა."


საბოლოოდ კი ფოლარინ ბალოგუნის ევერტონში ტრანსფერიც ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ბოლო მომენტში აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბში გადასვლაზე თავად თქვა უარი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩელსი
მონაკო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ განვითარდა მოვლენები? - ჩელსიმ გიჟური საგა მაინც დაასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ განვითარდა მოვლენები? - ჩელსიმ გიჟური საგა მაინც დაასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრანსფერის დეტალები ცნობილია - ჩელსიმ მუდრიკი გაუშვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრანსფერის დეტალები ცნობილია - ჩელსიმ მუდრიკი გაუშვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცო სიტის მოთამაშეა - როგორია ყველა დროის ტოპ 10 ტრანსფერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცო სიტის მოთამაშეა - როგორია ყველა დროის ტოპ 10 ტრანსფერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

განრისხებული ჩელსი - ლონდონელებმა კინაღამ ენცოს ტრანსფერი ჩაშალეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განრისხებული ჩელსი - ლონდონელებმა კინაღამ ენცოს ტრანსფერი ჩაშალეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

როგორ განვითარდა მოვლენები? - ჩელსიმ გიჟური საგა მაინც დაასრულა

News image

11 სთ წინ

ტრანსფერის დეტალები ცნობილია - ჩელსიმ მუდრიკი გაუშვა

News image

1 სთ წინ

ენცო სიტის მოთამაშეა - როგორია ყველა დროის ტოპ 10 ტრანსფერი?

News image

1 სთ წინ

განრისხებული ჩელსი - ლონდონელებმა კინაღამ ენცოს ტრანსფერი ჩაშალეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება