მანჩესტერ სიტიმ ჩელსიდან ენცო ფერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი, 2031 წლის ივნისამდე, გააფორმა.
სიტიმ ენცოს სანაცვლოდ 145 მილიონი ევრო გადაიხადა და ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი გაიმეორა, რომელიც გასულ წელს ლივერპულმა ალექსანდერ ისაკის ნიუკასლიდან შეძენის დროს დაამყარა.
ამასთან Transfermarkt-ის მიხედვით, ფერნანდესის ტრანსფერი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენების ხუთეულში შევიდა:
1. ნეიმარი - პსჟ (2017) - 222 მლნ. ევრო
2. კილიან მბაპე - პსჟ (2018) - 180 მლნ. ევრო
3. უსმან დემბელე - ბარსელონა (2017) - 148 მლნ. ევრო
4. ენცო ფერნანდესი - მანჩესტერ სიტი (2026) - 145 მლნ. ევრო
5. ალექსანდერ ისაკი - ლივერპული (2025) - 145 მლნ. ევრო
6. მორგან როჯერსი - ჩელსი (2026) - 138 მლნ. ევრო
7. ელიოტ ანდერსონი - მანჩესტერ სიტი (2026) - 135 მლნ. ევრო
8. ფილიპე კოუტინიო - ბარსელონა (2017) - 135 მლნ. ევრო
9. ჟოაო ფელიქსი - ატლეტიკო (2019) - 127.2 მლნ. ევრო
10. ჯუდ ბელინგემი - რეალი (2023) - 127 მლნ. ევრო
აღსანიშნავია, რომ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული 10 ტრანსფერიდან 3 წლევანდელ ზაფხულს განხორციელდა.