ტოტენჰემმა უკრაინის ნაკრების შემტევის, მიხაილო მუდრიკის ერთწლიანი იჯარით დამატება ოფიციალურად გამოაცხადა.
უკრაინელმა ფეხბურთელმა განაცხადა:
„შესანიშნავი შეგრძნებაა. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს. ასევე ძალიან მიხარია, რომ რობერტო დე ძერბისთან კვლავ მომიწევს მუშაობა.
მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში სისწრაფე და კრეატიულობა მოაქვს. მსურს გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში დავეხმარო და გულშემატკივრებს ემოციები ვაჩუქო.
ვხედავ, რომ აქ ძლიერი შემადგენლობა და კარგი ფეხბურთელები არიან. მოუთმენლად ველი მათთან ერთად მოედანზე გასვლასა და განსაკუთრებული მომენტების გაზიარებას.“
ჩრდილოლონდონურ კლუბს სეზონის ბოლოს შესაძლებლობა ექნება, ფეხბურთელი 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოისყიდოს და ტრანსფერი სრულფასოვანი გახადოს.
ტოტენჰემმა ასევე ტოსინ ადარაბიოიოს ტრანსფერიც გამოაცხადა. 28 წლის ცენტრალური მცველი გუნდს ჩელსიდან 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

