ჩელსის ესპანელი მეკარე, რობერტ სანჩესი მიმდინარე სეზონს სერია A-ში გაატარებს.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კომომ ლონდონურ კლუბთან 28 წლის გოლკიპერის იჯარის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.
სანჩესი გუნდში ნოელ ტერნქვისტს შემცვლელად მოვიდა, რომელიც თავის მხრივ მონცაში იჯარით გადავიდა.
შეთანხმება შედგა - ჩელსის რომელ მოთამაშეებს იმატებს ტოტენჰემი?
მიმდინარე სეზონში სანჩესმა პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 გოლი გაუშვა, ხოლო გასულ სეზონში ჩელსის კარში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 47 ბურთი გაუშვა.