სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, იუვენტუსმა შეტევაში ცვლილებები განახორციელა.
ნიკ ვოლტემადე ტურინული გრანდის შემადგენლობას შეავსებს, ხოლო ჯონათან დევიდი კლუბს დატოვებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ატლეტიკოსთან დევიდის იჯარის თაობაზე საბუთებს ცვლის. შეთანხმებაში ჩადებული იქნება კანადელი თავდამსხმელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება.
ამავდროულად, ტურინული კლუბი ნიუკასლიდან ვოლტემადეს იჯარის გაფორმებას ასრულებს - ბიანკონერი გერმანელი ფორვარდის 1-წლიან იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულების მიხედვით არ ექნება.
სამედიცინო შემოწმების გასავლელად მხოლოდ ფეხბურთელთან საბოლოო შეთანხმებაა დარჩენილი.