ტოტენჰემის ესპანელი მცველი პედრო პორო ინგლისური კლუბის დატოვებას და კარიერის ბარსელონაში გაგრძელებას გეგმავს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი 2027/28 წლების სეზონისთვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა მისი მთავარი პრიორიტეტი ბარსელონაში გადასვლაა.
პორო მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის სათამაშო სტილი მის შესაძლებლობებს იდეალურად შეესაბამება, თავად გუნდს კი წარმატების დიდი პოტენციალი აქვს.
ესპანელი მცველის შეძენით ბარსელონას ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პორომ ესპანეთის ნაკრებში ბარსელონას ფეხბურთელებთან საუბრისას კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილზეც მიანიშნა.
ტრანსფერის მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ფასია. ტოტენჰემი პოროს სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როდესაც ბარსელონა მის ღირებულებას მაქსიმუმ 50 მილიონ ევროდ აფასებს.
კატალონიურ კლუბში იმედი აქვთ, რომ 2027 წლის ზაფხულისთვის ტოტენჰემი მოთხოვნილ თანხას შეამცირებს და ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდება.