ლევან ჩოხელი UFC-ში იბრძოლებს და მისი დებიუტი 21 ივნისს, UFC Vegas 119-ზე შედგება.
Setanta Sports-ის ინფორმაციით, ქართველის მეტოქე ასევე UFC-ის დებიუტანტი, ედმენ შაჰბაზიანის ძმა, ლეონ შაჰბაზიანი იქნება.
ლევან ჩოხელი 29 წლისაა და ქვესაშუალო წონაში ასპარეზობს. მისი MMA-ის რეკორდი 14 მოგებას, 3 წაგებასა და 1 ე.წ. No contest-ს ითვლის.
ქართველმა ბოლო ბრძოლა 2025 წლის მაისში გამართა, რომელშიც ალექსანდრე გონსალვეში მე-2 რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ლევან ჩოხელის UFC-ში დებიუტზე დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამის დრო ახლაღა დადგა. ლევანს აქამდე ხშირად ვხედავდით მერაბ დვალიშვილის მოსამზადებელ კემპებშიც.