საქართველოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში, 63 კგ. წონით კატეგორიაში, ლევან იანქოშვილმა აკაკი კაკრიაშვილი დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მე-7 რაუნდის შემდეგ, კაკრიაშვილმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იანქოშვილმა გარდამავალი ქამარი მიიღო. ინფორმაციისთვის, ქამარი სამუდამოდ გადაეცემა იმ მოკრივეს, რომელიც მას 3-ჯერ დაიცავს.
21 წლის იანქოშვილი ქართული პროფესიონალური კრივის, 63 კგ. წონითი კატეგორიის, რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მებრძოლია.
გივი თოდუამ ჩონკუნი დაამარცხა და კრივში მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა