ბარსელონას თავდამსხმელი, რომელმაც გასულ კვირას თვალბუდის ძვლის მოტეხილობა მიიღო, ლა ლიგის შაბათის მატჩში ატლეტიკის წინააღმდეგ თამაშს გეგმავს.
პოლონელი ფორვარდი ამ შესაძლებლობას ბლაუგრანას სამედიცინო შტაბთან კონსულტაციების შემდეგ განიხილავს.
სწორედ ექიმების გადაწყვეტილებით, სიფრთხილის მიზნით, მას აეკრძალა ესპანეთის თასის ნახევარფინალის დღევანდელ საპასუხო შეხვედრაში ატლეტიკოსთან მონაწილეობა (შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი კატალონიელებმა 0:4 წააგეს).
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მნიშვნელოვან მატჩს ლევანდოვსკი გამოტოვებს, შაბათისთვის მისი ნიღბით ხილვის შანსი საკმაოდ დიდია.
ბარსელონა ბილბაოს შაბათს, 7 მარტს, 23:55 საათზე, სტუმრად დაუპირისპირდება.