ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ლა ლიგის მატჩში ვილიარეალის წინააღმდეგ (4:1) ტრავმა მიიღო.
როგორც კატალონიური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, პოლონელ ფეხბურთელს თვალბუდის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.
დაზიანების გამო, ლევანდოვსკი გამოტოვებს ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს ატლეტიკოს წინააღმდეგ, რომელიც სამშაბათს, 3 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ბარსელონა ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
მომდევნო შეხვედრების გამოტოვებასა და დაბრუნების სავარაუდო ვადებზე ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია.