ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ლიდსთან მატჩამდე გადაწყვიტეს — ამორიმის გაშვების დეტალები
ფეხბურთიფეხბურთი

ლიდსთან მატჩამდე გადაწყვიტეს — ამორიმის გაშვების დეტალები

05 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედმა რუბენ ამორიმის გათავისუფლების გადაწყვეტილება ლიდსთან მატჩამდე მიიღო.

გუნდებმა 4 იანვარს პრემიერ ლიგის მატჩში 1:1 ითამაშეს, უკვე 5 იანვარს კი კლუბმა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მატჩამდე, ამორიმსა და სპორტულ დირექტორ ჯეისონ უილკოქსს შორის გამართული საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. კლუბის ხელმძღვანელობა შეხვედრას პოზიტიური განწყობით ელოდა და გუნდის განვითარების გზების განხილვას გეგმავდა.

თუმცა სიტუაცია დაიძაბა, როცა საუბარი ამორიმის საყვარელ სქემას — 3-4-3-ს — შეეხო. წყაროს ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა შენიშვნებზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა, რაც კლუბში ნეგატიურად აღიქვეს.

მანჩესტერ იუნაიტედში მიიჩნევდნენ, რომ ამორიმს მეტი ტაქტიკური მოქნილობა სჭირდებოდა და მისი სისტემა დროთა განმავლობაში უნდა განვითარებულიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკეთ გაიცნობდა გუნდსა და ინგლისურ ფეხბურთს.

თუმცა არსებობდა განცდა, რომ ზეწოლის ქვეშ ყოფნისას ის ყოველთვის ერთსა და იმავე სქემას უბრუნდებოდა — განურჩევლად იმისა, რამდენად შეეფერებოდა ეს კონკრეტულ მეტოქეს.

ამორიმის მკვეთრმა რეაქციამ უილკოქსის შენიშვნებზე კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მწვრთნელმა მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის მაქსიმუმს მიაღწია, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედში მიიჩნევენ, რომ ამორიმის ხელმძღვანელობით არ ჩანდა განვითარების ან პროგრესის საკმარისი ნიშნები. სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

კლუბში ასევე უარყოფენ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ან ულტიმატუმებს, თუმცა აღიარებენ, რომ მთავარ მწვრთნელსა და ტექნიკურ დირექტორ ჯეისონ უილკოქსს შორის კონფლიქტი ნამდვილად არსებობდა, რაც სამუშაო პროცესზე ნეგატიურად აისახა.

ამასთან, იუნაიტედის შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ ამორიმი თანახმა იყო გასულ ზაფხულს სამი თავდამსხმელის შეძენაზე ნახევარმცველის ნაცვლად, განსაკუთრებით მათი უნივერსალურობის გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

ჯეიკობსის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა გუნდის მხარდაჭერას აგრძელებს მიმდინარე სეზონის მიზნების მისაღწევად, მათ შორის ევროთასებზე გასასვლელად. კლუბში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამორიმის შემცვლელი იქნება მთავარი მწვრთნელი და არა მენეჯერი — იუნაიტედის მოდელი თანამშრომლობაზეა დაფუძნებული და არც ერთ სპეციალისტს არ ექნება ტრანსფერებზე ვეტოს უფლება ან ხელმძღვანელობაზე მაღლა მდგომი სტატუსი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

პრემიერ ლიგა
მანჩესტერი
რუბენ ამორიმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფავორიტები გამოიკვეთა — მანჩესტერში მწვრთნელის ძიება სრული სვლით მიმდინარეობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფავორიტები გამოიკვეთა — მანჩესტერში მწვრთნელის ძიება სრული სვლით მიმდინარეობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ", — როსენიორის პირველი კომენტარი ჩელსიში დანიშვნის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ", — როსენიორის პირველი კომენტარი ჩელსიში დანიშვნის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რუბენი ტოპ-მწვრთნელია", — გვარდიოლას კომენტარი ამორიმის გაშვებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რუბენი ტოპ-მწვრთნელია", — გვარდიოლას კომენტარი ამორიმის გაშვებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარაგერი: "ამორიმის პრესკონფერენციები მაფიქრებინებდა, რომ მწვრთნელი კი არა — ჩემნაირი ექსპერტია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარაგერი: "ამორიმის პრესკონფერენციები მაფიქრებინებდა, რომ მწვრთნელი კი არა — ჩემნაირი ექსპერტია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

ფავორიტები გამოიკვეთა — მანჩესტერში მწვრთნელის ძიება სრული სვლით მიმდინარეობს

News image

17 სთ წინ

კომენტარები