-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე ლე ავრი მიიღო. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ.
შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა და ეს ანგარიში 78-ე წუთამდე შენარჩუნდა.
77-ე წუთზე რაიან შერკის ნაცვლად თამაშში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც.
შემოსვლიდან ერთ წუთში ქართველმა თავდამსხმელმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ანგარიში კი მალიკ ფოფანამ გაათანაბრა. ფოფანას გოლიდან 4 წუთში გოლი უკვე თავად მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი და ლიონი წინ გაიყვანა.
მატჩის კომპენსირებულ დროში კი გიორგიმ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, თავი გოლით კი ტიაგო ალმადამ გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში (4-2) დააფიქსირა კიდეც.
მიუხედავად 77-ე წუთზე შემოსვლისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ Sofascore-ის შეფასებით სწორედ გიორგი მიქაუტაძე დასახელდა. ქართველმა 9.4 შეფასება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე საოცარ ფორმაში ჩამოდის. მან ბოლო 2 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველ თავდამსხმელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
VIDEO: მიქაუტაძე დაფრინავს - შემოვიდა და ლიონს თამაში პირადად მოაგებინა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები