ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, რის ფონზეც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ კლუბის არაერთ ფეხბურთელს სხვა გუნდებში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
მას შემდეგ, რაც ორშაბათს ღამით ვესტ ჰემმა კრისტალ პალასთან მნიშვნელოვანი ფრე ითამაშა, ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში იმყოფება და უსაფრთხო პოზიციას 2 ქულით ჩამორჩება.
ჩრდილოეთ ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგაში 2026 წლის პირველ გამარჯვებას კვლავ ეძებს. მართალია, გასულ უქმეებზე მათ რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით პირველი ქულა მოიპოვეს, მაგრამ ეს უფრო მარცხს ჰგავდა. კევინ დანსოს დაცვითი შეცდომის გამო ტოტენჰემმა ბოლო წუთებზე გაუშვა გოლი.
პრემიერ ლიგიდან გავარდნა ტოტენჰემისთვის კატასტროფა იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ საკვანძო მოთამაშეების შენარჩუნება სურთ.
Football Insider-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არჩი გრეის შენარჩუნებას შეძლებს, მიუხედავად პრემიერ ლიგის სხვა კლუბების მხრიდან არსებული დიდი ინტერესისა.
ახალგაზრდა ინგლისელს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სპურსი მისი გაყიდვის აუცილებლობის წინაშე არ დგას.
გრეი კლუბში დიდი ხანი არაა, რაც იმყოფება, თუმცა მისმა შთამბეჭდავმა თამაშმა ევროპის არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
ლივერპული ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომლებსაც ზაფხულში გრეის შეძენა სურთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მიუნხენის ბაიერნისა და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესის შესახებ.