სიმონ მინოლემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ბრიუგეს მეკარემ, სიმონ მინოლემ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
„სიტყვები არ მყოფნის საკუთარი გრძნობების აღსაწერად… სამუდამოდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს მიჭერდა და ვისაც ჩემი სჯეროდა. ჩემთვის დიდი პატივია კარიერის ამ დიდებულ კლუბში დასრულება - გულშემატკივრებთან, კლუბის თითოეულ წევრთან და ჩემს ყველა ახლობელთან ერთად“, - დაწერა 38 წლის ბელგიელმა.
2013-დან 2019 წლამდე ის ლივერპულში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ბრიუგეს შემადგენლობაში მინოლე 5-ჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი, ერთხელ ქვეყნის თასი მოიპოვა და ორჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა.
ბელგიის ეროვნულ ნაკრებში გოლკიპერმა 35 მატჩი ჩაატარა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.