პორტუგალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში ეშტორილი საკუთარ მოედანზე სპორტინგს მიიღებს.
ამ მატჩში ორი ქართველი ნახევარმცველის დაპირისპირება შედგება - ნოდარ ლომინაძე გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ.
ეშტორილს 6 ტურის შემდეგ 1 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება აქვს და 5 ქულით ცხრილში მე-12 ადგილზეა.
სპორტინგის ანგარიშზე კი 5 მოგება და 1 წაგებაა. ლისაბონელები 15 ქულით მე-3 ადგილზე არიან და ლიდერ პორტუს 3 ქულით ჩამორჩებიან.
ორივე ქართველი მატჩის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაშია.
ეშტორილი - რობლესი; ბომა, ბაჩერი, ამარალი; კარვალიო, ჰოლსგროვი, ლომინაძე, პარენტე; გიტანე, ბეგრაუი, კარვალიო
სპორტინგი - ვირჯინია; ფრესნედა, დებასტი, ინასიო, მანგასი; ჰიულმანი, ქოჩორაშვილი; კენდა, ტრინკაო, გონსალვეში; სუარესი
ლომინაძემ მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 1 გოლის გატანა, ნოდარმა AFS-ის კარი აიღო. ქოჩორაშვილმა კი თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა, სადაც კაირათთან მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.
ეშტორილისა და სპორტინგის მატჩი 23:30 საათზე დაიწყება.