რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გუნდის ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FRF) ოფიციალური განცხადება გაავრცელა მირჩა ლუჩესკუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის ნაკრების 80 წლის მწვრთნელი შეკრების დროს ცუდად გახდა.
აღინიშნა, რომ შემთხვევა ტექნიკური შეხვედრის დროს მოხდა, სლოვაკეთში გასამართი მატჩის წინ ბოლო ვარჯიშამდე. ასევე ითქვა, რომ ლუჩესკუს, რომელიც ცუდად გახდა, პირველადი დახმარება ეროვნულმა ნაკრების სამედიცინო გუნდმა აღმოუჩინა.
,,სლოვაკეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის წინ გამართული ტექნიკური შეხვედრის დროს მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ თავი ცუდად იგრძნო. ეროვნულმა ნაკრების სამედიცინო გუნდმა ადგილზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება.
112-ის გადაუდებელი დახმარების სამსახურში შეტყობინების შემდეგ, ბრიგადა სწრაფად მივიდა შეკრების ადგილზე. სამედიცინო პერსონალის სწრაფი ჩარევის წყალობით, მწვრთნელის მდგომარეობა მოკლე დროში დასტაბილურდა." - წერია განცხადებაში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები თურქეთთან 1-0 დამარცხდა და მუნდიალის საგზურს დაემშვიდობა. 31 მარტს გუნდი სლოვაკეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.