ბელგიური Sudinfo ანზორ მექვაბიშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლიეჟის სტანდარდის ხელმძღვანელობა 24 წლის წლის ნახევარმცველს აკვირდება, რომელიც ამჟამად რუმინულ კრაიოვაში თამაშობს, სადაც ის 2024 წლის იანვარში დინამო თბილისიდან გადავიდა.
რუმინეთში ქართველმა 54 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა, იქამდე კი მან დინამოში 110 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
როგორც წყარო იუწყება, სტანდარდი მოთამაშეს უკვე დაუკავშირდა და იკითხა, თუ დაინტერესდება ის ტრანსფერით.
რუმინულმა კლუბმაც იცის უკვე ბელგიელების ინტერესის შესახებ და მექვაბიშვილს ნებართვა მისცა, რომ მოლაპარაკებები გამართოს, რომელიც მხარეებს შორის ჯერ არ დაწყებულა. ქართველ ნახევარმცველს კრაიოვასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
სტანდარდმა ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა.