საფრანგეთში პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე 5 ნომინანტი დაასახელა.
სიაში მოხვდა სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მარტინ ადელინი (ტროა)
ენცო ბარდელი (დუნკერკი)
ტავფიკ ბენტაიები (ტროა)
ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი)
ჯოვანი ვერსინი (პაუ)
ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ქართველი აქამდეც გამხდარა. 2023 წელს ჯილდო მაშინ მეცში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძეს გადაეცა.
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის დარჩენილ 2 ტურს ტრავმის გამო გამოტოვებს.
3 მოთამაშე პსჟ-დან - ვინ გახდება ლიგა 1-ის სეზონის MVP?
