მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა.
ზეედორფმა ამის შესახებ Amazon Prime-ზე ისაუბრა, მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩში მიუნხენის ბაიერნი დრამატულ შეხვედრაში 5-4 დაამარცხა.
კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და ანგარიში ჯერ 1-1 გახადა, შემდეგ კი 4-2, რის შედეგადაც ლიგა 1-ის ჩემპიონებმა საპასუხო მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვეს.
კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო განვითარდება.
„არ ვიცი, დარჩება თუ არა მარცხენა ფლანგზე, რადგან მან ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს ნებისმიერ სიტუაციაში.
ის გარკვეულ მომენტებში თამაშს საკუთარ თავზე იღებს, ამიტომ მისი ინტელექტი ძალიან მომწონს. ის შუა ხაზში დამატებითი მოთამაშეა და შეტევაშიც ახერხებს განსხვავების შექმნას. ის დაუჯერებელია.“ - თქვა ზეედორფმა.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბაიერნთან