ჩოგბურთის ქართველმა მსაჯმა, თომა ქევხიშვილმა საერთაშორისო აღიარება მიიღო.
"მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება! თომა ქევხიშვილმა წარმატებით გაიარა ITF White Badge School ლოპოტაზე და გახდა ქვეყნის მესამე თეთრმედალოსანი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წინსვლას", - წერია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ამჟამად სწორედ ლოპოტაზე ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს.