ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე, მარიამ ბოლქვაძემ მეორე შეხვედრა მოიგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალურ ეტაპზე ლიეტუველ ივეტა დაპკუტე დაამარცხა (6:7; 6:3; 6:0), ხოლო 1/8 ფინალში ლუქსემბურგელ მარია ვეკერლის ორ სეტში აჯობა - 6:4; 6:4.
შედეგად, მარიამი გავიდა 1/2 ფინალში და იქ ინდოელ ვაიშნავი ადკარს დაუპირისპირდება. ადკარი WTA-ის რეიტინგის 385-ე ნომერია, ხოლო ბოლქვაძე - 501-ე.