ეროვნულ ლიგაში, აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად გია ცეცაძე დაასახელეს.
გამოცდილი სპეციალისტის გაწვრთნილმა რუსთავმა აპრილში 6 შეხვედრა ჩაატარა - დინამო ბათუმი, ვიცე-ჩემპიონი დილა და მოქმედი ჩემპიონი იბერია დაამარცხა, სპაერთან და მეშახტესთან ფრედ ითამაშა, ხოლო სამგურალთან თავად დამარცხდა.
ცეცაძემ, რუსთავთან ერთად, გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 მოიგო, ამჟამად კი უმაღლეს დივიზიონში მე-3 ადგილზე იმყოფება - ლიდერ იბერიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
1-ელ მაისს, ჩემპიონატის მე-10 ტურში, რუსთაველთა მეტოქე იქნება ის დილა, რომელიც ცხრილში მათსა და იბერიას შორისაა - 16 ქულით.
გოლი ზედიზედ 4 მატჩში - აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი იბერიას ფორვარდი გახდა