საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
,,2 ივნისს, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს - ბაჰრეინს. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო - რუმინეთზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო საქართველო - ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება." - წერია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.
რუმინეთთან შეხვედრაში გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს და ეროვნულ ნაკრებს ბოლოჯერ უკაპიტნებს.