რეიმსთან მოგებული თასის ფინალის შემდეგ, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა შეაფასა, რომელმაც მატჩი ძლიერი თავის ტკივილის გამო გამოტოვა.
„ხვიჩა კარგადაა. ფინალში ვერ ითამაშა, რადგან გახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა სერიოზული არაფერია.
გადავწყვიტეთ, რომ მისთვის დასვენება აჯობებდა. ახლა ის სახლშია და ვფიქრობ, სამშაბათის ვარჯიშისთვის მზად იქნება.
სერიოზული არაფერი ყოფილა. უბრალოდ გახურების დროს მან დისკომფორტი იგრძნო და გადავწყვიტეთ, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა.
გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და რაიმე რისკზე წასვლა არ გვინდოდა. სერიოზული არაფერია, ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება. სამშაბათს კვარა აუცილებლად ივარჯიშებს." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
კვარას გარეშე დარჩენილმა პსჟ-მ ფინალში რეიმსი არ შეიმჩნია (3:0) და ამ სეზონში ჩემპიონატის შემდეგ უკვე მეორე ტიტული მოიგო - ამჯერად საფრანგეთის თასი.