2023-24 წლების სეზონში, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, იენს კაიუსტემ ქართველზე ისაუბრა.
"იმის მისახვედრად თუ ვინ არის ის, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის გამარჯვებულია, არ აქვს მნიშვნელობა ვარჯიშია, მატჩი თუ რბოლა. ვარჯიშზე დაცვაში ისევე მუშაობს, როგორც მატჩებში. ეს არის ის, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა.
თანამედროვე ფეხბურთში დღეები, როცა მოთამაშეებს სიარული შეეძლოთ, დასრულდა. გუნდს ყველა სჭირდება დაცვაში.
თუ არ გყავს მისი მსგავსი მოთამაშეები, რომლებიც ბევრს შრომობენ, გუნდს გაუჭირდება. გუნდისთვის დიდი დამატებაა ასეთი ტიპის მოთამაშე." - განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა.
კაიუსტემ წლევანდელი სეზონი ნაპოლიდან იჯარის წესით იფსვიჩ თაუნში გაატარა.