უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
პარი სენ-ჟერმენი თამაშს დანაკლისის გარეშე ხვდება და ლუის ენრიკეს ნებისმიერი ვარიაციის გაყვანა მოედანზე შეფერხების გარეშე შეუძლია, სიმონე ინძაგი კი ბისეკს, პავარს და ჟელინსკის მოისაკლისებს.
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
ინტერი: ზომერი, პავარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, ტურამი.
მატჩი დღეს, 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.