ცნობილი გამოცემა The Athletic ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს - "ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ის ქართველი არტისტი, რომლის საფეხბურთო უნარებმაც მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა."
"ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დატოვება არ სურდა, მაგრამ როცა მისი მამა, ბადრი ძალიან ცუდად გახდა, მან იცოდა, რომ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა.
18 წლის ხვიჩა მოსკოვის ლოკომოტივს რუსთავიდან იჯარით შეუერთდა. მისი პირველი გაზრდილი ხელფასი საკმარისი იყო ოპერაციისთვის და მამამისის სიცოცხლის გადასარჩენად.
"მისთვის საკითხავიც არაფერი იყო," ამბობს ბადრი. "მან თავისი პირველი ხელფასი მთლიანად მოგვცა."
ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია, პსჟ-ს ფორვარდის, რომლის გაბრწყინებაც შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსალოდნელია." - წერს The Athletic-ის ჟურნალისტი ჯეიკობ უაითჰედი.
პარი სენ-ჟერმენისა და ინტერის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.