სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გამთენიისას ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.
ელ პისტოლერომ ჯერ კიდევ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, რომ პარაგვაისთან 7 სექტემბრის მატჩი მისთვის ნაკრებში უკანასკნელი იქნებოდა.
შეხვედრა მონტევიდეოში, სტადიონ ცენტენარიოზე გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
სუარესმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
ამრიგად, ლეგენდარუი ფორვარდი ნაკრებს 143 ჩატარებული მატჩით, 69 გატანილი გოლითა და 39 ასისტით ტოვებს. ნაკრებში ყველაზე დიდ წარმატებას მან 2011 წელს, კოპა ამერიკას მოგებით მიაღწია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები