მადრიდის რეალის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ 2026 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე ისაუბრა.
პორტუგალიელის მიჩნევით, მუნდიალის ბომბარდირის ტიტულისა და გატანილი 10 გოლის შემდეგ, კილიან მბაპე მთავარ ფავორიტად რჩება:
მბაპე და მისი ბრწყინვალე თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე მას ფავორიტებს შორის აყენებს. რა თქმა უნდა, მუნდიალს დიდი წონა აქვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაც უმნიშვნელოვანესია
ფიგუმ პსჟ-ის ვარსკვლავები, ვიტინია და დეზირე დუეც აღნიშნა.
პორტუგალიელმა კომენტარი როდრის გარშემო ატეხილ ხმაურზეც გააკეთა. მანჩესტერ სიტის ესპანელი საყრდენი სამეფო კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა ფიგუს მიაჩნია, რომ ინგლისელებისგან მისი წამოყვანა ურთულესი იქნება:
ვიცი, რომ როდრის რეალში შესაძლო გადასვლაზე ბევრს ლაპარაკობენ. ეს რთული იქნება, რადგან მას სიტისთან კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ყველამ იცის, რომ რეალს ყოველთვის საუკეთესოები სურს
ფიგუმ ტურნირის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებიც შეაქო და აღნიშნა, რომ La Roja-მ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ბოლოს კი ლეგენდამ რეალის მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მიმართა და შეახსენა, რომ ორწლიანი უტიტულო პაუზის შემდეგ, მადრიდში მხოლოდ გამარჯვებებს ელოდებიან.