ესპანურ პრესაში რეალ მადრიდის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მისამართით სერიოზული კრიტიკა ისმის.
ავტორიტეტული გამოცემა Marca-ს ჟურნალისტმა, ხესუს სანჩესმა სამეფო კლუბის ხელმძღვანელი ღიად გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერს აფერხებს. მადრიდულ წრეებში, გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო შტაბში სრული თანხმობაა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი გუნდს ჰაერივით სჭირდება, თუმცა ერთადერთი ბარიერი თავად პერესია, რომელსაც ესპანელის შესაძლო ტრავმები აშინებს.
სანჩესის თქმით, ტონი კროოსის წასვლის შემდეგ მადრიდელთა ნახევარდაცვას სწორედ ისეთი დირიჟორი აკლია, როგორიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ როდრისაც სურს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, თუმცა პრეზიდენტის ხასიათი ყველაფერს ურევს:
მთელი პრობლემა იმაშია, რომ ფლორენტინო პერესი დარწმუნებული უნდა იყოს. ვის შეუძლია იმ ადამიანის აზრის შეცვლა, ვისაც სჯერა, რომ ყოველთვის მართალია - მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულში ბევრჯერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება?
სტატიაში აღნიშნულია, რომ ვინიციუსის, მბაპესა და ბელინგემის ფონზე რეალს აქვს თავდასხმის ხაზი, რომელიც „ბირთვულ იარაღს“ წააგავს, თუმცა მოედანზე არავინაა, ვინც თამაშს ორგანიზებას გაუკეთებს და გუნდს ხელწერას შესძენს. სანჩესი მიიჩნევს, რომ პერესის ეს ყოყმანი სრულიად გაუგებარია და კლუბმა დროულად უნდა იმოქმედოს:
ამ მომენტში როდრის ყიდვაზე უფრო ლოგიკური და ბუნებრივი ნაბიჯი რეალისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არა მხოლოდ შემადგენლობის გაძლიერება, არამედ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება