• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლუკაკუ გუნდში არ ბრუნდება - ნაპოლი მკაცრ ზომებს მიიღებს
ფეხბურთიფეხბურთი

ლუკაკუ გუნდში არ ბრუნდება - ნაპოლი მკაცრ ზომებს მიიღებს

31 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა ნაპოლის გუნდიდან დროებით ჩამოშორდეს, რადგან ანტვერპენიდან არ დაბრუნდა და კლუბთან ვარჯიში არ განაახლა.


ლუკაკუ გუნდში უკვე გასულ კვირას უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბელგიაში დარჩენა გადაწყვიტა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა მას შემდეგ, რაც ფორმის პრობლემების გამო ბელგიის ნაკრების შეკრება დატოვა.


მისმა ქმედებამ ნაპოლის ხელმძღვანელობა გააღიზიანა. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, კლუბი მას დაუმუქრა, რომ თუ დღეს არ დაბრუნდებოდა, პირველი გუნდის განაცხადიდან ამოიღებდნენ.


იმის გამო, რომ დღეს დილით ვარჯიშზე არ გამოცხადდა, მოსალოდნელია, რომ ნაპოლი შესაბამის ზომებს მიიღებს და მას ფაქტობრივად გუნდიდან ჩამოაშორებს, იტყობინება Sky Sport Italia.


ლუკაკუმ აღნიშნულ საკითხზე პირველად ორშაბათს სოციალურ ქსელში ისაუბრა, თუმცა დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს.


„არაფერს ისე არ ვისურვებდი, როგორც ჩემი გუნდისთვის თამაში და გამარჯვება. მაგრამ ახლა უნდა დავრწმუნდე, რომ 100%-ით მზად ვარ, რადგან ბოლო პერიოდში ასე არ ვიყავი და ამან ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ჩემზე.“ - დაწერა მან.


ნაპოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე 6 აპრილს, ორშაბათს დაბრუნდება, როდესაც სტადიო დიეგო მარადონაზე მილანს უმასპინძლებს.


ნაპოლის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ რომელუ ლუკაკუმ დღევანდელ გამოძახებაზე, ვარჯიშზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ უპასუხა. კლუბი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი დისციპლინური ზომები და ასევე გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა მოთამაშე გუნდთან ვარჯიშს განუსაზღვრელი ვადით.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბელგია
ბელგიის ნაკრები
ლუკაკუ
ნაპოლი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიამ მუნდიალის შემადგენლობა წარადგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიამ მუნდიალის შემადგენლობა წარადგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონტემ ნაპოლიდან წასვლა გადაწყვიტა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონტემ ნაპოლიდან წასვლა გადაწყვიტა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 მაი, 2026

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

News image

14 მაი, 2026

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

News image

15 მაი, 2026

ბელგიამ მუნდიალის შემადგენლობა წარადგინა

News image

19 მაი, 2026

კონტემ ნაპოლიდან წასვლა გადაწყვიტა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება