ნეაპოლურ კლუბსა და ბელგიელ თავდამსხმელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
32 წლის ფორვარდმა ბელგიის ნაკრების ბანაკი დატოვა და აშშ-სა და მექსიკასთან ამხანაგურ მატჩებზე უარი თქვა, რათა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ეზრუნა. თუმცა, ლუკაკუ ბელგიაში ინდივიდუალურად, პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს, რაც კლუბთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ნაპოლის პოზიცია მდგომარეობდა შემდეგში, რომ ფეხბურთელი გუნდს სამშაბათამდე უნდა შეუერთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შემადგენლობიდან მოკვეთენ. დღეს, კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:
საფეხბურთო კლუბი ნაპოლი აცხადებს, რომ რომელუ ლუკაკუ დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. კლუბი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი სადისციპლინო ზომები და გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა მოთამაშე გუნდში გამოსვლას
მიმდინარე სეზონში ლუკაკუს სტატისტიკა საკმაოდ მოკრძალებულია — სერია A-ში ჩატარებულ 5 მატჩში ის მოედანზე საშუალოდ მხოლოდ 8 წუთს ატარებდა, თუმცა 1 გოლის გატანა მაინც მოახერხა.