მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპი იწყება, სადაც საინტერესო მატჩები გველოდება.
ეტაპი ბელგიაში გაიხსნება, სადაც ბრიუგე საკუთარ მოედანზე ასტონ ვილას მიიღებს. ბელგიელებმა პლეი-ინში ატალანტა ორი მატჩის ჯამში 5-2 დაამარცხეს და ასე მოხვდნენ 1/8 ფინალში, ასტონ ვილამ კი ლიგის ფაზაში მე-8 ადგილი დაიკავა და პირდაპირ გავიდა ამ ეტაპზე.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრიუგე - მინოლე; საბე, ორდონიესი, მეხელი, დე კუიპერი; ვეტლესენი, იაშარი, ვანაკენი; ტალბი, ცოლისი; ჟუტგლა
ასტონ ვილა - მარტინესი; ქეში, კონსა, დისასი, დინი; მაკგინი, ტილემანსი; ბეილი, როგერსი, ასენსიო; უოტკინსი
სიგნალ იდუნა პარკზე ბორუსია ლილს უმასპინძლებს. დორტმუნდმა წინა ეტაპზე სპორტინგს სძლია ჯამში 3-0, ლილმა კი ბევრისთვის მოულოდნელად ლიგის ფაზაში მე-7 ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი - კობელი; რიერსონი, ჩანი, შლოტერბეკი, ბენსებაინი; ზაბიცერი, გროსი; ადეიემი, ბრანდტი, გიტენსი; გირასი
ლილი - შევალიე; მუნიე, დიაკიტე, ალექსსანდრო, გუდმუნდსონი; მუკაუ, ანდრე, ბუადი; ჰარლადსონი, დევიდი, ბაკერი
საინტერესო მატჩი გაიმართება ეინდჰოვენში, სადაც პსვ არსენალს მიიღებს. ნიდერლანდურმა გუნდმა პლეი-ინში იუვენტუსი გამოთიშა ასპარეზობას (ორი მატჩის ჯამში 4-3), არსენალი კი ლივერპულისა და ბარსელონას შემდეგ ლიგის ფაზაში საუკეთესო იყო და მე-3 ადგილი დაიკავა.
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ - ბენიტესი; ლედესმა, ფლამინგო, ბოსკალი, მაურო ჟუნიორი; ვეერმანი, სალიბარი, სხაუტენი; პერიშიჩი, დე იონგი, ლანგი
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი; ოდეგორი, რაისი, ჟორჟინიო; ნუანერი, მერინო, ტროსარი
დღის მთავარი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც მადრიდულ დერბის ვიხილავთ. მანჩესტერ სიტის დამარცხების (ორი მატჩის ჯამში 6-3) შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი შეეცდება თანაქალაქელი ატლეტიკოც გამოთიშოს ასპარეზობას, რომელიც თავის მხრივ 1/8 ფინალში პირდაპირ გავიდა და ლიგის ფაზაში მე-5 ადგილი დაიკავა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი - კურტუა; ვალვერდე, რუდიგერი, ასენსიო, მენდი; მოდრიჩი, ჩუამენი, კამავინგა; როდრიგო, მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, ხიმენესი, ლენგლე, გალანი; სიმეონე, ბარიოსი, დე პაული, ლინო; გრიზმანი, ალვარესი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები