მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
გუნდები ერთმანეთს ხვალ, 4 მარტს, 23:55 საათზე, სანტიაგო ბერნაბეუზე დაუპირისპირდებიან.
„დიდებული მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი, წინა მატჩები ჩვენს შორის არაფერს არ ნიშნავს. ასეთი წყვილი მადრიდისთვის და ესპანეთისთვის ძალიან კარგია და ჩვენც სიამოვნების მიღებას ვაპირებთ.
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელშიც ბევრი რამ იქნება საინტერესო. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება მოხდეს.
ასეთი მატჩები დეტალებით არის სავსე. რეალიც და ჩვენც მიჩვეულები ვართ გასავარდნ მატჩებს და კი, ასეთ დროს დეტალები ასრულებს მთავარ როლს." - ღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები