მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 66-ე წუთზე ხულიან ალვარესმა გაიტანა.
არგენტინელმა ატლეტიკოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა, რის შემდეგაც დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში გალიდერდა.
როხიბლანკოს 56 ქულა აქვს, ბარსელონა და რეალი კი 54-54 ქულით მე-2 და მე-3 ადგილზე არიან, თუმცა ბარსას ამ ტურში სოსიედადთან აქვს სათამაშო.
ასე რომ კატალონიელებს შანსი აქვთ, ტურის ბოლოს ცხრილის სათავეში თავად აღმოჩდნენ.
VIDEO: ისკოს ბენეფისი ყოფილ გუნდთან - რეალი ანდალუსიაში დამარცხდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები